მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ჯეი დი ვენსი

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მომავალ თვეში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ტრამპის თქმით, ვენსი ამ ქვეყნებს ეწვევა, რათა "წინ წასწიოს ტრამპის საერთაშორისო მარშრუტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" - სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მან აგვისტოში ორ ქვეყანას შორის გააფორმა.

"გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, ლამაზ შეთანხმებას მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ სომხეთთან, გარიგებებს დიდი ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აშშ-ში წარმოებული თავდაცვითი აღჭურვილობის, მათ შორის ჯავშანჟილეტებისა და ნავების, ასევე სხვა პროდუქციის აზერბაიჯანისთვის მიყიდვას", - დაწერა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს შეთანხმებას წინ უძღოდა თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის გამო.

შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებმა უარი თქვეს ერთმანეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ პრეტენზიაზე და ვალდებულნი არიან, თავი შეიკავონ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.

კვირის დასაწყისში სომხეთმა ასევე გამოაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ის საკუთარ ენერგეტიკულ სისტემებს აზერბაიჯანთან ინტეგრირებას გეგმავს, ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის გასაადვილებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები