მერილენდის სასამართლოდან მიღებული ორდერის საფუძველზე, გამოძიების ფედერალური ბიურო უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლსა და ოფისში შევიდა. როგორ ირკვევა, საქმე განსაკუთრებით გასაიდუმლოებული დოკუმენტების შენახვის საქმეს ეხება. უცნობია, ბრალდება თუ არა ბოლტონს ფაილების არასწორად შენახვა, თუმცა ვიცით, რომ ბეთესდასა და ვაშინგტონში ჩატარებული ჩხრეკების ფონზე, ბოლტონი არ დაუკავებიათ. ჯერჯერობით არც მის წინააღმდეგაა საქმე აღძრული.
მიმდინარე პროცესს FBI-ს დირექტორი, კაშ პატელი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და დაწერა “არავინ არის კანონზე მაღლა. FBI-ს აგენტები მისიას ასრულებენ”. პატელის კომენტარს გენერალური პროკურორი, პამ ბონდიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ჩხრეკა ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საკითხია.
ცნობისთვის, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს გასნაკუთრებით გასაიდუმლოებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემა ჯერ კიდევ წლების წინ შეექმნა. ტრამპის გუნდის მტკიცებით, მან 2020 წელს გამოქვეყნებულ მემუარში სახელად “ოთახი, სადაც ეს მოხდა” ისეთი ინფორმაცია გააჟღერა, რომლის გასაჯაროების უფლებაც არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე ბოლტონის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება ბაიდენის დროს გაბათილდა და საქმის წარმოებაც შეწყდა.




























