მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ირანული ნაღმების განლაგების შემთხვევაში ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა

ნაღმი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედრო-საზღვაო ძალებს ჰორმუზის სრუტეში იმ ნებისმიერი მცურავი საშუალების განადგურება დაავალა, რომელიც წყალში ნაღმების განლაგებას შეეცდება.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები აღნიშნული საფრთხის წინაშე ყოყმანის გარეშე იმოქმედებენ. შესაბამისი მითითება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებული პოსტით გააჟღერა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ამერიკული ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები სრუტის გაწმენდით სამუშაოებს სამმაგი ინტენსივობით გააგრძელებენ.

თეთრი სახლის განმარტებით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება რეგიონში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო დივერსიების აღკვეთას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე ამჟამად საფრთხის შემცველ საზღვაო დერეფნად ითვლება, რადგან იქ ირანელ სამხედროებს ნაღმები აქვთ განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები