მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა იმ უცხოური კომპანიებით სარგებლობა აკრძალა, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან

5cdd15f7bec62
მიშა ხაჩიძე
16.05.19 11:38
739
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მორიგი მწვავე ნაბიჯი ჩინეთის წინააღმდეგ - დონალდ ტრამპმა ამერიკულ ფირმებს, იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აუკრძალა, რომლებიც მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ. დასავლური მედიის ცნობით, განკარგულებაში კონკრეტული კომპანია არ არის მითითებული, თუმცა ჩინური ტექნო გიგანტი Huawei იგულისხმება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანია, ქვეყანა უცხოელი მტრებისგან დაიცვას, და არ მისცეს მათ საშუალება, სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, მათთვის სასურველი ინფორმაცია ხელში ჩაიგდონ.

Huawei მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ჩინური საკომუნიკაციო კონცერნია. ამერიკული სადაზვერვო სამსახურები უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ კომპანია ჩინეთის სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურებს ჯაშუშურ საქმიანობაში ეხმარება. ტექნო გიგანტში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთბეულ შტატები და ჩინეთი უკვე მეორე კვირაა მწვავე ეკონომიკური დაპირისპირების ფაზაში არიან.

ორ ქვეყანას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე იმპორტის გადასახადი გაორმაგდა.

უცხოელი ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალ თვეს იაპონიაში დაგეგმილი "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა შედგება. ორი ქვეყნის ლიდერი კი, გარკვეულ შეთანხმებას მოახერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები