აშშ-ის პრეზიდეტნმა დონალდ ტრამპმა გააგრძელა ემბარგოს მოქმედების ვადა, რომელიც დადებულია ირანიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა.
"აშშ-ის კონგრესში ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო სამმართველოს მიერ წარდგენილი ანგარიშისა და ასევე სხვა შესაბამისი ფაქტორების შეფასების შემდეგ, მათ შორის მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობისა და ზოგიერთი ქვეყნის მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდის, ასევე არამოქმედი ნავთობმომპოვებელი სიმძლავრეების მსოფლიო დონისა და სტრატეგიული მარაგების შეფასების შემდეგ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ მსოფლიოში ხდება საკმარისი ოდენობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება სხვა ქვეყნების მიერ გარდა ირანისა, რათა შესაძლებელი გახდეს მნიშვნელოვნად შემცირდეს ირანისგან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყიდვა უცხოელი საფინანსო ორგანიზაციების მიერ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თვალყურს ადევნებს მიმდინარე სიტუაციას.
OIlnews