მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს ნეთანიაჰუს შეწყალების თხოვნით მიმართა

ტრამპი და ნეთანიაჰუ
12.11.25 19:44
751

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალების თხოვნით მიმართა. ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალების თხოვნა თეთრი სახლის მიერ წერილობითი ფორმით განხორციელდა.

ცნობისათვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ამჟამად კორუფციის ბრალდებით საქმე არის აღძრული. გარდა ამისა, მას ბრალი ედება ქრთამის აღებასა და უფლებამოსილების გადამეტებაში, რასაც თავად ნეთანიაჰუ უარყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები