მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა კანადას 50%-იანი ტარიფები დაუწესა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას ახალი ტარიფები დაუწესა. ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა 3 განკარგულებას, რომლებიც მეზობელი სახელმწიფოს მიერ წარმოებული საქონლის იმპორტზე 50%-იან დამატებითი საბაჟო გადასახადს აწესებს. როგორც თეთრ სახლში განმარტეს, ეს გადაწყვეტილება ამერიკული პროდუქტებისა და ინდუსტრიების მიმართ ოფიციალური ოტავას მხრიდან სავაჭრო დისკრიმინაციას უკავშირდება.

ახალი შეზღუდვები ავტომობილებს, ალკოჰოლურ სასმელებსა და რძის ნაწარმს შეეხება. ამერიკელი მაღალჩინოსნების განმარტებით, ტარიფები პროდუქციის ფართო სპექტრზე, მათ შორის ღვინოზე, ჰოკეის ჯოხებსა და ცემენტზეც გავრცელდება. ახალი შეზღუდვები ძალაში ხელმოწერიდან 30 დღეში შევა. საყურადღებოა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება შეეხება ყველა იმ საქონელს, რომელიც ორ ქვეყანას შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ნაწილია.

რაც შეეხება კანადური მხარის რეაქციას, ოფიციალურ ოტავას ჯერ კომენტარი არ გაუჟღერებია, თუმცა ონტარიოს პროვინციის პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში, ოტავამ ვაშინგტონს ანალოგიური საპასუხო ზომებით უნდა უპასუხოს.

ცნობისთვის, აშშ-ის ადმინისტრაციამ კანადის წინააღმდეგ დამატებითი საბაჟო გადასახადის შემოსაღებად 1930 წლის „სატარიფო აქტის“ 338-ე მუხლი გამოიყენა. ეს არის იშვიათი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც შეერთებულ შტატებს უფლებას აძლევს, იმპორტის დამატებითი გადასახადები დააწესოს იმ ქვეყნების პროდუქციაზე, რომლებიც ამერიკულ ექსპორტს დისკრიმინაციულ პირობებს უქმნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები