მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა ქარისა და მზის ენერგიის პროექტებზე სუბსიდიების შესაჩერებლად ბრძანება გამოსცა

ენერგია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალურ სააგენტოებს დაავალა, გაამკაცრონ „ერთი დიდი ლამაზი კანონის“ (OBBBA) აქტის დებულებები, რომლებიც მზის და ქარის ენერგიის პროექტებისთვის განკუთვნილ სუბსიდიებს აუქმებს ან ცვლის.

გამოქვეყნებულ აღმასრულებელ ბრძანებაში ტრამპი აცხადებს, რომ განახლებადი ენერგიის რესურსები არასანდო და ძვირია და სახიფათოა როგორც გარემოსთვის, ასევე აშშ-ის ელექტროქსელისთვის.

ბრძანებით ტრამპმა სახაზინო დეპარტამენტს დაავალა, ეტაპობრივად გააუქმოს საგადასახადო კრედიტები ქარისა და მზის ენერგიის პროექტებისთვის, რომლებიც ტრამპის მიერ გასულ კვირას ხელმოწერილი ბიუჯეტის კანონპროექტით განისაზღვრა. ის ასევე ავალებს შინაგან საქმეთა დეპარტამენტს, გადახედოს ნებისმიერ პოლიტიკას, რომელიც განახლებად ენერგიას ანიჭებს უპირატესობას, სხვა ენერგიის წყაროებთან შედარებით.

ორივე სააგენტო ვალდებულია, ანგარიში, რომელშიც დეტალური სამოქმედო გეგმა იქნება გაწერილი, თეთრ სახლს 45 დღის ვადაში წარუდგინოს.

ერთი დიდი ლამაზი კანონი“, რომელსაც ტრამპმა ხელი 4 ივლისს მოაწერა, ეფექტურად ასრულებს სუბსიდიებს განახლებადი ენერგიის იმ პროექტებისთვის, რომელთა მშენებლობაც 2026 წელს დაწყებული არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები