პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა გამოძიების დაწყება იმ ნავთობკომპანიების მიმართ, რომლებიც ნედლი ნავთობის გაიაფების ფონზე საწვავის ღირებულებას ხელოვნურად მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებენ. არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა საკუთარ განცხადებაში ნავთობმომპოვებელი ორგანიზაციები მომხმარებელთა „ძარცვაში“ დაადანაშაულა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკელი მომხმარებლები საწვავის მაღალი ფასების გამო უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ.
რაც შეეხება თეთრი სახლის პოზიციას, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საწვავის გაიაფების ტემპი ნედლი ნავთობის ღირებულების მკვეთრ ვარდნას არ შეესაბამება. არსებული მონაცემებით, მიმდინარე ფასები მნიშვნელოვნად აღემატება იანვარში, კონფლიქტის დაწყებამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელს, როდესაც გალონი საწვავი $2.76 ღირდა, ახლა კი ის საშუალოდ 3.92-ს შეადგენს.




























