აშშ-ს მეორე ვადით ახლად არჩეული 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მ შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ხელახალი გაწევრიანება განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ მაშინ, როდესაც ტრამპი პირველი ვადით იყო აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული, კოვიდ პანდემიის პერიოდში მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის არასათანადო მართვაში დაადანაშაულა. მას შემდეგ კი, რაც პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ორგანიზაცია მყისიერად დატოვა. თუმცა, ლას-ვეგასში გამართულ დემონსტრაციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში დაბრუნებაზე შეიძლება იფიქროს.
„ჩვენ ვაპირებთ, დავამარცხოთ ინფლაცია, შევამციროთ ფასები. ჩვენ ვაპირებთ ხელფასების გაზრდას. ვაპირებთ, ჩავდოთ მეტი ფული თქვენს ჯიბეებში, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, აღვადგინოთ კანონი და წესრიგი ჩვენს ქალაქებში. ჩვენ ვაპირებთ, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდამჭერია, რომელიც ორგანიზაციის მთლიანი დაფინანსების დაახლოებით 18%-ში მონაწილეობს. ჯანმოს ბოლო ორწლიანი ბიუჯეტი, 2024-2025 წლებში, 6,8 მილიარდი დოლარი იყო.
ტრამპმა ლას-ვეგასში გამართულ დემონსტრაციაზე დასძინა, რომ უკმაყოფილო იყო იმით, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი გადაიხადა WHO-ში, ვიდრე ჩინეთმა, რომელსაც გაცილებით დიდი მოსახლეობა ჰყავს.