ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მრჩეველთა საბჭოს (PCAST) ახალი წევრები ოფიციალურად დაასახელა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა სტრატეგიულ ჯგუფში Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი და NVIDIA-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი მიიწვია.
საბჭოს პირველადი შემადგენლობა სულ 13 წევრისგან შედგება, რომელთა შორის Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი და AMD-ს ხელმძღვანელი ლიზა სუც ფიგურირებენ. ჯგუფს თანათავმჯდომარეობას პრეზიდენტის მრჩეველი ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოგრაფიის საკითხებში, დევიდ საქსი და მეცნიერების საკითხებში მრჩეველი, მაიკლ კრატსიოსი გაუწევენ.
ორგანოს მთავარ პრიორიტეტს გლობალურ ბაზარზე, განსაკუთრებით კი ჩინეთთან კონკურენციაში, ამერიკის ტექნოლოგიური დომინირების შენარჩუნება წარმოადგენს.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის რეგულირებასა და ინოვაციების ხელშეწყობაზე იქნება ფოკუსირებული. დოკუმენტების მიხედვით, ექსპერტები ადმინისტრაციას ეროვნული უსაფრთხოების, კვანტური გამოთვლებისა და მოწინავე ბიოტექნოლოგიების საკითხებზე რეკომენდაციებს მიაწვდიან.
პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა ამერიკელი მუშახელისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ინოვაციების ოქროს ხანის დადგომას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, საბჭოს წევრთა რაოდენობა მომავალში შესაძლოა 24-მდე გაიზარდოს, რაც სხვადასხვა ინდუსტრიის უფრო ფართო წარმომადგენლობას გულისხმობს.




























