დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის ჯილდო გააორმაგა და 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აშშ მადუროს ნარკოტრეფიკინგში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კარტელებთან ერთად მუშაობს, იმისთვის, რომ ფენტანილით გაჟღენთილი კოკაინით წალეკოს ამერიკა.
გენერალურმა პროკურორმა პამ ბონდიმ განაცხადა, რომ ტრამპის პირობებში მადურო „სამართალს ვერ გაექცევა“. იუსტიციის დეპარტამენტმა მას 700 მილიონ დოლარზე მეტი აქტივი და ორი კერძო თვითმფრინავი უკვე ჩამოართვა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ მადურო ნარკო-ტერორიზმისთვის მისცა პასუხისგებაში. საერთაშორისო წინააღმდეგობის მიუხედავად, მან 2024 წლის არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა მის ლეგიტიმაციას ბევრი ქვეყანა არ აღიარებს. ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯილდოს გაზრდას „პათეტიკური“ უწოდა.




























