მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპს სურს, ღაზას სექტორი “გადაიბაროს” და პალესტინელები გადაასახლოს

ნეთანიაჰუ

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ “ღაზას სექტორს” გადაიბარებს - ამის შესახებ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ტრამპის თქმით, დაახლოებით 2 მილიონმა პალესტინელმა, რომლებიც დღეს ღაზაში ცხოვრობენ, უნდა დატოვონ ტერიტორია და შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, იორდანიასა და ეგვიპტეში უნდა გადასახლდნენ, აშშ კი ღაზის ტერიტორიას განავითარებს. თავად არაბული ქვეყნების მაღალჩინოსნებმა რამდენიმე დღის წინ უკვე დაადასტურეს, რომ ღაზას რეზიდენტებს არ მიიღებენ.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელსა და “ჰამასს” შორის საომარი მოქმედებები დაიწყო, ღაზის სექტორი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ტრამპმა ტერიტორია ჯოჯოხეთს შეადარა და განაცხადა, რომ ღაზას შეუძლია იქცეს “შუა აღმოსავლეთის რივიერად”, სადაც “მსოფლიოს ხალხები დასახლდებიან”.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ის მიერ ღაზას გადაბარება ისტორიული მოვლენა იქნებოდა. არც მას და არც დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენად აქვს შეერთებულ შტატებს ღაზას გადაბარებისა და ტერიტორიის განაშენიანების უფლებამოსილება.

“რთული ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ ხალხი ღაზაში უნდა დაბრუნდეს. ისინი ჯოჯოხეთში ცხოვრობენ. სხვა ალტერნატივა არ აქვთ… იორდანიისა მეფე და ეგვიპტის გენერალი მზად არიან, გული გაგვიღონ და შემოგვთავაზონ იმ ტიპის მიწა, რაც ჩვენ გვჭირდება. ხალხს შანსს მივცემთ, იცხოვრონ ლამაზ თემში, რომელიც უსაფრთხო და დაცულია… შემიძლია გითხრათ, ვესაუბრე შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს და მათ ეს იდეა მოსწონთ”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებას კრიტიკაც მოჰყვა. ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭომ (CAIR) პრეზიდენტის განცხადება დაგმო. როგორც საბჭოს დირექტორი აცხადებს, ღაზა პალესტინელ ხალხს ეკუთვნის და არა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

“თუ პალესტინელ ხალხს ძალით გამოუშვებთ ღაზიდან, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაასრულებს ისრაელის მიერ პალესტინელების გენოციდს, მათ საკუთარ მიწაზევე, გააღვივებს კონფლიქტს, ბოლო ლურსმანს დააჭედებს საერთაშორისო სამართლის კუბოს და სამუდამოდ დაასვამს დაღს ჩვენი ერის საერთაშორისო იმიჯს”, - განაცხადა CAIR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები