მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპს სურს, კომპანიებმა ფინანსური შედეგები 6 თვეში ერთხელ წარმოადგინონ

trump

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი სურვილია, რომ ამერიკაში საინვესტიციო-კორპორაციული კულტურა შეიცვალოს და კომპანიებმა ფინანსური შედეგები 6 თვეში ერთხელ წარმოადგინონ და არც 3 თვეში ერთხელ, როგორც ეს ახლა არის.

ტრამპის განმარტებით, კვარტალური ანგარიშგების გასაჯაროების მოთხოვნა კომპანიის მენეჯმენტს აიძულებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაზე კონცენტრირდნენ და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებისაგან თავი შეიკავონ. პრეზიდენტის აზრით, გრძელვადიანი ხედვის გარეშე, კომპანიები სათანადოდ ვერ განვითარდებიან, რაც ამერიკის ეკონომიკურ პროგრესს შეაფერხებს.

მართალია, ტრამპი ამ მოთხოვნას 2018 წელსაც აჟღერებდა, თუმცა რეალური ცვილებისთვის ფედერალური კანონმდებლობის შეცვლა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მიერ ახალი რეგულაციების მიღება არის საჭირო, რადგან კვარტალური ანგარიშგების გასაჯაროების ვალდებულება ბირჟაზე დალისტულ ყველა კომპანიას აქვს და ამ პრაქტიკის ცვლილება არა უბრალოდ კანონის შეცვლას, არამედ გლობალური საინვესტიციო კულტურის რეფორმირებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები