მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტრამვაის პროექტი თბილისის მერიაში არსებობს, თუმცა მინიმუმ 130 000 000 ევრო სჭირდება პროექტის განხორციელებას"

582d59983d3bb
BM.GE
17.11.16 11:16
1701
თბილისში ტამვაის ხაზის განვითარებას 130 მილიონი ევრო დასჭირდება, - როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, 2017 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროექტისთვის სახსრები გათვალისწინებული არაა.

"2017 წელს ჩვენი პრიორიტეტი მეტროს მოდერნიზაცია და ახალი ავტობუსები იქნება. ტრამვაის პროექტი თბილისის მერიაში არსებობს, თუმცა მინიმუმ 130 000 000 ევრო სჭირდება აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რისი შესაძლებლობაც ჩვენ, როგორც სესხების, ასევე საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ამიტომაც 2017 წლის ბიუჯეტში ამ პროექტისთვის რესურსები გათვალისწინებული არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები