მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრანსფორდი“ - USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

62459cf8d1b12
BM.GE
31.03.22 16:21
1583
“PACE ჯგუფში” შემავალმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია „ტრანსფორდმა” USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

USAID-ის პროგრამის დაფინანსებით, შპს “ტრანსფორდი”, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრთან ერთად, მძღოლი ოპერატორებისა და დოკერებისთვის ორი მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირებას განახორციელებს.

“ტრანსფორდს“ და USAID-ს პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ შორის საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია 31 მარტს, ქალაქ ფოთში, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიებას შპს „ტრანსფორდის“, USAID-ის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ფოთის მერიის და ასოციაციების წარმომადგენლები, მათ შორის USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, “ტრანსფორდის“ დირექტორი ვასილ მაზიაშვილი, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე დავითიძე ესწრებოდნენ.

როგორც “ტრანსფორდის” დირექტორი ვასილ მაზიაშვილი აცხადებს, პილოტირების ფარგლებში, ინოვაციური მოდელის მხარდასაჭერად, კომპანია “ტრანსფორდი” მსურველების სამთვიანი სასწავლო კურსის დაფინანსებას უზრუნველყოფს და ასევე, უკვე დასაქმებულებსაც გადაამზადებს. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გადამზადებულ თანამშრომლებს განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.


“იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტია, რაც რეგიონებში კიდევ უფრო მეტად იგრძნობა. აღნიშნულ საგრანტო პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს - ერთი მხრივ, დამსაქმებლები ბაზარს გადამზადებულ კვალიფიციურ პერსონალს მიაწვდიან, რომელთაც საჭირო უნარ-ჩვევები ექნებათ და მეორე მხრივ, სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გახდებიან. “ტრანსფორდი” და USAID-ი განაგრძობენ თანამშრომლობას სხვა დამატებითი კურსების შექმნაზეც, რომლებიც ბიზნესისა და ბაზრის საჭიროებებზე იქნება მორგებული”, - აცხადებს ვასილ მაზიაშვილი.

კომპანია „ტრანსფორდი" „Pace ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2010 წელს, შპს „Pace International"-ის (ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია) და შპს "Pace Georgia"-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში (ფოთის პორტი) დაარსდა. შპს "ტრანსფორდი’’ ასევე ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში ოპერირებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით დასრულდა. შპს „ტრანსფორდი“ როგორც ნაყარი ასევე სხვადასხვა ტვირთების მომსახურებას ახორციელებს. კომპანიას ორი შვილობილი კომპანია შპს ბ&პ (80% წილი) და შპს მეტალექს ტრანსი (52.5% წილი) გააჩნია. „Pace ჯგუფში“ 1 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მლნ ტონას აჭარბებს. www.pace.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები