პროექტ „ტრანსკავკასიური ბილიკის“ ფარგლებში 3 ათას კილომეტრიანი ბილიკის მშენებლობა მიმდინარეობს. „ტრანსკავკასიური ბილიკის“ გრანტების მენეჯერი რიმა ბერიძე გადაცემა "ქალების ნარატივში" განმარტავს, რომ სალაშქრო ბილიკი კავკასიონის გასწვრივ აშენდება და 3 ქვეყანას დააკავშირებს.
„ჩვენი მთავარი მიზანია მოლაშქრეებს შევთავაზოთ გამართული ბილიკი. ბილიკის სიგრძე იქნება 3 ათასი კილომეტრი და ერთმანეთთან საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს“, - აცხადებს რიმა ბერიძე.
„ტრანსკავკასიური ბილიკის“ საქართველოს 1500 კილომეტრიანი ბილიკის მშენებლობისთვის დაახლოებით 3-4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, აღნიშნული პროექტი ეკოტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
„ტრანსკავკასიური ბილიკის“ პროექტის დასრულების დაახლოებითი თარიღი 2027 წელია.