მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრანსკავკასიური ბილიკი“ სვანეთით დაინტერესებულ ტურისტებს სპეციალურ პასპორტს სთავაზობს

პასპორტი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსკავკასიური ბილიკი“ სვანეთით დაინტერესებულ ტურისტებს სპეციალურ პასპორტს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში “ტრანსკავკასიური ბილიკის” პროგრამის მენეჯერმა, ია იაკობაშვილმა გააჟღერა.

„პასპორტი მიზნად ისახავს ბილიკის გარშემო მცხოვრები მოსახლეობა დააკავშიროს იმ ტურისტებთან, რომლებიც ჩვენი ბილიკებით სარგებლობენ. პასპორტს აქვს QR კოდი, რომლის დასკანერების შედეგად ტურისტს მიეცემა საშუალება, მიიღოს ინფორმაცია ბილიკის მიმდებარედ არსებული სერვის პროვაიდერების შესახებ“, - განაცხადა ია იაკობაშვილმა.

პასპორტის შეძენა „ტრანსკავკასიური ბილიკის“ მესტიის ოფისში ან ონლაინ არის შესაძლებელი, რომლის ღირებულებაც 50 ლარია და  ვალიდურია ერთი წლის განმავლობაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები