მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Transneft-ის წმინდა შემოსავალი 13%-ით გაიზარდა

5ee235fe662ea
ნათია თაქთაქიშვილი
11.06.20 20:50
975
ნავთობის კომპანია Transneft-ი პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით კომპანიის წმინდა შემოსავალმა 822 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%-ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია წმინდა შემოსავლების ზრდას პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს.

ამასთანავე, ნავთობ კომპანია აღნიშნავს, რომ ნავთობის დაბინძურების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, შემსყიდველებს იანვარ-მარტში დაახლოებით 71 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები