მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბი - 2 ივნისის მოტო დრაგზე რეგისტრაცია გრძელდება

2 ივნისის მოტო დრაგზე რეგისტრაცია გრძელდებ
27.05.24 16:29
343

მოტო მოყვარულებისთვის, ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბი კიდევ ერთი სიახლით ბრუნდება. 2 ივნისის მოტო დრაგზე რეგისტრაცია გრძელდება.

„ტრანსპორტერის ლიგა“ - საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის ორგანიზებითა და ფედერაციის ეგიდით ტარდება, მოიცავს მთელი წლის განმავლობაში 5 შეჯიბრს. დაგეგმილია შეჯიბრება, როგორც დრაგში, ისე წრიულ რბოლაში.

  • 2 ივნისი - დრაგი I ეტაპი
  • 23 ივნისი - წრიული რბოლა I ეტაპი
  • 14 ივლისი - წრიული რბოლა II ეტაპი
  • 29 სექტემბერი - წრიული რბოლა III ეტაპი
  • 20 ოქტომბერი - დრაგი II ეტაპი

2 ივნისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ჩატარდება ტრანსპორტერ ლიგის პირველი ეტაპი - მოტო დრაგში. ონლაინ რეგისტრაცია გაგრძელდება 1 ივნისის, 20:00 საათამდე. ხოლო, ღონისძიების დაწყების წინ, 12:00 საათამდე, მონაწილეები ადგილზე შეძლებენ რეგისტრაციის გავლას. წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია შეადგენს 100₾, ხოლო 2 ივნისს, ადგილზე რეგისტრაციის შემთხვევაში, ღირებულება 200₾ გახდება.

შეჯიბრი მამაკაცებსა და ქალბატონებში, მოიცავს 6 კლასს:
მამაკაცებში:

- 640cc-მდე;
- 640cc-მდე დაგრძელებული ბაზით;
- 640cc-დან 1040cc-მდე;
- 640cc-დან 1040cc-მდე დაგრძელებული ბაზით;
- 1040cc-დან (აბსოლუტი);


ქალბატონებში:
- ნებისმიერი კუბატურა;


დამატებით, დეტალური ინფორმაციის მიღება, რეგლამენტსა და რეგისტრაციაზე შესაძლებელია ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბისა და მოტო ფედერაციის ვებ. გვერდებზე - trbc.ge.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები