საქართველოს ჩემპიონატის სამი ეტაპი წრიულ მოტორბოლაში დასრულებულია. ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის მხარდაჭერით გამართული ეტაპები განსაკუთრებით საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. ზოგადად, რამდენიმე თვის წინ კომპანია ტრანსპორტერის ინიციატივით შექმნილი კლუბი, მოტომოყვარულების და პროფესიონალების ნამდვილ თავშეყრის ადგილად იქცა და მცირე დროში, 4 მასშტაბური ღონისძიების გამართვაც მოახერხა.
სტუმარი: გეგა მეთეფშიშვილი - "ტრანსპორტერის" ბიზნეს განვითარების დირექტორი