კომპანია ტრანსპორტერის მხარდაჭერითა და ტრანსპორტერ კლუბის ორგანიზებით 2 ივნისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ტრანსპორტერ ლიგის პირველი ეტაპი - მოტო დრაგში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 70-მდე მოტოოყვარულმა მიიღო, რომლებიც მოტოების ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, 6 კლასში იყვნენ გადანაწილებულები. მოტო დრაგი რუსთავში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ 6 გამარჯვებულის გამოვლენით დასრულდა.