მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრანსპორტერი" ოლიმპიური ოქროს მფლობელ ლაშა ბექაურს დააჯილდოებს

ოქრო

კომპანია ტრანსპორტერი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და Paris 2024-ზე საქართველოსთვის პირველი ოქროს მედლის მფლობელს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს CFMOTO-ს სპორტულ ბაგს გადასცემს - ამის შესახებ ტრანსპორტერის დამფუძნებელმა, სერგი შუღაროვმა BMGDrive-ის ეთერში განაცხადა.

"სასწაული დღე იყო, ფანტასტიკა. მადლობა მინდა გადავუხადო ლაშას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი სპორტსმენების წრვთნაში და ორგანიზაციულ ნაწილში არიან ჩართული. ვულოცავ მთელ საქართველოს, პირველ რიგში თავად ლაშას და მადლობას ვუხდი მას ამ სასწაული ემოციებისთვის.

კომპანია ტრანსპორტერის სახელით, გვინდა, ლაშა ბექაურს ჩვენი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული ბრენდის, CFMOTO-ს მაღალი გამავლობის, სპორტული, ყველაზე მაღალი კომპლექტაციის სპორტული ბაგი გადავცეთ, როგორც კი ის საქართველოში დაბრუნდება", - განაცხადა სერგი შუღაროვმა.

ლაშა ბექაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სპორტსმენმა Paris 2024-ის ფინალში, -90 კგ წონით კატეგორიაში, იაპონელი მურაო სანშირო დაამარცხა და საფხულის წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

"ტრანსპორტერი" რეკრეაციული, მოტოტექნიკიას და სამებაღეო-სატყეო მიმართულების 80-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს საქართველოში. ტრანსპორტერ ჯგუფი ორ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions და Transporter Agro.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები