მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრანსპორტერის დრო" - BMG-ს და "ტრანსპორტერის" პარტნიორობა

22.03.24 16:53
1117

კომპანია "ტრანსპორტერი", თითქმის 10 წელია საქართველოს ბაზარზე აქტიურად ოპერირებს და 2015 წლიდან, რეკრეაციული ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია. ის 2016 წლიდან კანადური ბრენდის - BRP (Bombardier Recreational Products) ექსკლუზიური წარმომადგენელია.

"ტრანსპორტერში" მომხმარებელს საშუალება ეძლევა სეზონების მიხედვით შეარჩიოს სასურველი ტექნიკა. კომპანია ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს საუკეთესო სივრცეს სთავაზობს, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. აქ შეხვდებით სხვადასხვა ტექნიკას, იქნება ეს წყლის სკუტერი, თოვლმავალი, მოტო, კვადრო თუ ბაგის ტიპის ტექნიკა.

2024 წლის მარტიდან კომპანია "ტრანსპორტერმა" BMG-სთან თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად წარმოგიდგენთ რუბრიკას „ტრანსპორტერის დრო“.

რუბრიკა დაკავშირებული იქნება ისეთ თემებთან, როგორებიცაა: მანქანების მიმოხილვა, ტექნიკური პარამეტრების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება, სხვადასხვა ტექნიკის შესაძლებლობების დემონსტრირება, სპეციფიკა და გამოყენების პოტენციალი.

მაყურებელს საშუალება ექნება, რუბრიკა თვეში ორჯერ, გადაცემა „საქმიანი დილა“-ში იხილოს, რომელსაც წამყვანი, ბექა ბაციკაძე გაუძღვება.

აღსანიშნავია, რომ პირველი სიუჟეტის განხილვა დღეს შედგა.

სრული ვერსია: რუბრიკა “ტრანსპორტერის დრო”.

ადევნეთ თვალი ბიემჯის დილის გადაცემას და არ გამოტოვოთ საინტერესო სიახლეები ტრანსპორტერისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები