„ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბი“, კომპანია ტრანსპორტერის ინიციატივით, ქართველი მოტო მოყვარულების ჩართულობით ახალი კლუბი იქმნება, რომელიც საყვარელი საქმის სპორტად, ცხოვრების ჯანსაღ და უსაფრთხო წესად ქცევას ისახავს მიზნად. კლუბის ჩამოყალიბების დღიდანვე გეგმები გაწერილია და საქართველოში 2024 წელს 5 მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. ვის შეუძლია გახდეს კლუბის წევრი, რა ბენეფიტებს მიიღებენ დაინტერესებული ადამიანები და რა გეგმები აქვს ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბს?!
სტუმრები: სერგი შუღაროვი - კომპანია "ტრანსპორტერის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, "ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის" დამფუძნებელი;
გიორგი ჩიქოვანი - საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი