14 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა, ტრანსპორტერის ლიგის, წრიული რბოლის მეორე ეტაპს უმასპინძლა. მოტომრბოლელები ერთმანეთს სამ სხვადასხვა კლასში დაუპირისპირდნენ და ძალიან სანახაობრივი და დაძაბული ბრძოლაც გამართეს. ეს რიგით მესამე მასშტაბური შეჯიბრი იყო, რომელიც ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის ორგანიზებით და კომპანია ტრანსპორტერის მხარდაჭერით ჩატარდა