მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრანსპორტერს" ახალი ფრანგული ბრენდი SHERCO დაემატა

ტრანსპორტერი

"ტრანსპორტერს" ახალი ფრანგული ბრენდი SHERCO დაემატა, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "ტრანსპორტერის" კომერციულმა დირექტორმა, გიორგი იმერლიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი ბრენდი Mountain bike-ის ანუ ე.წ. ენდუროს მიმართულებით ფუნქციონირებს. მის პორტფელში დამატების მიზეზი კი, სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რომელიც საქართველოში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„6 თვის თავზე შემოგვიერთდა ფრანგული ბრენდი SHERCO, რომელიც არის ე.წ. ენდუროს ანუ Mountain bike -ის მიმართულებით. რომელიც ასევე საკმაოდ საინტერესო ინდუსტრიაა და საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დავიმატეთ ბრენდი, რომელიც ტრანსპორტერივით თამამი და ამბიციურია. ძალიან საინტერესო მრბოლელები ჰყავთ მსოფლიოს მასშტაბით. დაახლოებით, 1999 წლიდან შეიქმნა ეს ბრენდი და უკვე იმხელა გახდა და ასევე, ძალიან საინტერესო ბრენდად ჩამოყალიბდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ბრენდი ჩვენს პორტფელში დაგვემატებინა და ამ მიმართულებითაც თამამად გადაგვედგა ნაბიჯი. ეს ბრენდი საქართველოს ბაზარზე თავის სიტყვას იტყვის“,- განაცხადა იმერლიშვილმა.

"ტრანსპორტერის" ბიზნესის განვითარების დირექტორი, გეგა მეთეფშიშვილი ეთერში აცხადებს, რომ კომპანია ბრენდის დისტრიბუტორია, რაც როგორც გაყიდვებს, ისე სერვისსა და აქსესუარებსაც მოიცავს. ამასთან, კომპანიას სერტიფიცირებული ტექნიკოსები ჰყავთ, რომლებიც მომხმარებელს კვალიფიციურ სერვისს აწვდიან პროდუქციაზე, რომლის რეალიზაციასაც „ტრანსპორტერი“ ახდენს.

„ჩვენ ამ ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ, რაც როგორც გაყიდვებს, ისე სერვისს, აქსესუარებს და ყველაფერს მოიცავს, რაც საჭიროა ამ ტიპის ტექნიკის კომფორტულად მოხმარებისათვის. გვყავს სერტიფიცირებული ტექნიკოსები, რომლებიც კვალიფიციურ სერვისს უტარებენ იმ ყველა ტექნიკას, რომელსაც ჩვენ ადგილზე ვყიდით და ეს გამოგვარჩევს ჩვენ იმით, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ტექნიკას შეიძენენ, შეეძლებათ კომფორტულად, დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარონ ტექნიკა, შეფერხებების გარეშე“,- ამბობს მეთეფშიშვილი.

მისივე შეფასებით, 6 თვის შედეგების მიხედვით, კომპანიისთვის საკმაოდ საინტერესო და წარმატებული პერიოდი იყო, რაც კიდევ უფრო წარმატებული წლის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები