მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტირების ფასი გაზრდილია... გარკვეულ სამშენებლო პროდუქციაზე ფასების ზრდა გვიწევს - "ზოდი"

ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ფართო არჩევანი ზოდის შოუ რუმში

სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვებზე ფასების ზრდა ფიქსირდება, რის ფონზეც ფასების მცირედი კორექტირება საქართველოს ბაზარზეც დაწყებულია.

როგორც BMG-ის კომპანია „ზოდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, ტრანსპორტირების ხარჯები მათ შორის გაზრდილია ჩინეთიდან მომავალ ტვირთებზე, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასზეც ახდენს გავლენას.

ნინო დვალიძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენებს ყველაზე მეტად ასახვა კორპორაციულ შეკვეთებზე აქვს, სადაც მოგების მარჟა შედარებით ისედაც დაბალია.

“სხვადასხვა მწარმოებლების და მომწოდებლების მხრიდან პროდუქციაზე ფასების მცირედი ცვლილება ფიქსირდება, გაძვირებულია ტრანსპორტირებაც, კონტეინერების ფასი საკმაოდ გაიზარდა, ჩინეთიდანაც გადაზიდვა დაახლოებით 15%-ითაა გაძვირებული.

ამ ყველაფერმა გარკვეული ცვლილება მოახდინა უკვე ახალ შემოსატან პროდუქციაზე და ეტაპზე უფრო მეტად ახალ პროექტებზე ახდენს გავლენას ფასის ცვლილება. შეიძლება არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სხვაობა, შესაძლოა, იყოს 2-7%-ის ფარგლებში გაძვირება, მაგრამ თავისთავად ეს მომხმარებლისთვის მაინც საგრძნობია. ეს უფრო არის კორპორაციულ სექტორში, სადაც ფასი ძალიან მგრძნობიარეა. ჩინეთის კონტეინერების ღირებულებაც გაიზარდა და ეს თავისთავად გავლენას მოახდენს შემდეგ პარტიებზე, რომელიც ახლა უკვე გზაშია ან იტვირთება და მაგალითად, ორ თვეში შემოვა საქართველოში.

რაც შეეხება საცალო ფასს, ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ “დავიჭიროთ”. ამ ეტაპზე საწვავის ფასები შედარებით დასტაბილურებულია, გარკვეულ პროდუქციაზე გვიწევს ფასის კორექტირება, გარკვეულზე - ვინარჩუნებთ და ლავირების პროცესში ვართ, რადგან [აშშ-ირანის] კონფლიქტიც ჯერჯერობით მაინც მიმდინარეობს და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა ნინო დვალიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები