მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტით მგზავრობიდან კომპანიებს შემოსავალი არ ეზრდებათ – ხმალაძე ახალ ტარიფებზე

61c714f57f095
დავით ჯალაღონია
25.12.21 16:55
953
თბილისის ვიცე–მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი არ იზრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

ტარიფები არ ძვირდება. ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ რა შემოსავალსაც აგენერირებდა მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი წელს, გასულ წელს და იმის იქით, იგივე შემოსავალს დააგენერირებს მომდევნო წელსაც. თუ ტარიფი ძვირდება, მაშინ შემოსავალი უნდა იზრდებოდეს ტარიფის მიმღები კომპანიებისთვის და შემოსავლის ზრდა მომდევნო წელს, ან იმის შემდგომ წლებში დაგეგმილი არ გვაქვს. ჩვენ შევცვალეთ ტარიფიკაციის პრინციპი და თვიურ სააბონენტო პრინციპზე გადავედით. ამაზე ვსაუბრობთ უკვე ბოლო ორი წელია, შესაბამისად, ეს შინაარსი და ნარატივი, რაც მოდის ოპოზიციიდან, არის მხოლოდ მცდელობა იმისა, საზოგადოებას დააჯერონ, რომ თითქოს მუნიციპალიტეტი უძვირებს მათ მგზავრობის საფასურს. ეს სწორი არ არის. შემოდის ვადიანი, ულიმიტო დარიცხვის, გადახდის სისტემა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო აბონემენტების სისტემა ამოქმედდება. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის თებერვლიდან შევა, ხოლო ბარათების შეძენა მოქალაქეებს მეტროს სადგურებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში 5 იანვრიდან შეეძლებათ.

აბონემენტით ერთჯერადი მგზავრობა 1 ლარი ეღირება, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსის შემთხვევაში 50 თეთრი, მიკროავტობუსის შემთხვევაში კი 80 თეთრია. 1-ლარიანი ბილეთით 90 წუთის განმავლობაში მგზავრობა უფასო იქნება.

მგზავრობის ახალი ტარიფები დეტალურად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები