მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობაზე შესაძლოა, ლიმიტი დაწესდეს - მინისტრის განმარტება

5ec78a7f09f12
ინგა მურუსიძე
22.05.20 12:20
965
ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია სტატისტიკური მონაცემებიდან და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგ კვირაში უკვე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით იქნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა ამ შემთხვევაშიც რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა, ამიტომ მნიშვნელოვანია დეტალური სამუშაოს ჩატარება, რომ კვლავ არ შეიქმნას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რისკი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწესდეს მგზავრებზე ლიმიტი და მნიშვნელივანი იქნება ასევე, მძღოლის დაცვა.

"ჯერ კიდევ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1.36, რაც რა თქმა უნდა, ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთავრობას მივცეთ რეკომენდაცია, გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. ტრანსპორტთან მიმართებაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ტრანსპორტით შეუძლიათ მოქალაქეებს გადაადგილება. ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წესების შედგენაზე და ვაკვირდებით ასევე დაავადების გავრცელების ეპიდსიტუაციას და მის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები