მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ტრანზაქციების 99% ციფრულია“ - გოგა თხელიძე თიბისის AI სტრატეგიასა და ინოვაციებზე

გოგა თხელიძე თბს

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება დღეს უკვე პირდაპირ კავშირშია ხელოვნური ინტელექტის დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციასთან. BM.GE-სთან ინტერვიუში გოგა თხელიძემ იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც ბანკმა ტექნოლოგიური ინვესტიციების შედეგად მიაღწია.

გოგა თხელიძის განმარტებით, თიბისისთვის ტექნოლოგიური მიღწევები, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტი, არის მთავარი ინსტრუმენტი ბიუროკრატიის შესამცირებლად და მომხმარებლის დროის დასაზოგად. ციფრული არხების განვითარებამ ბანკი იმ ნიშნულამდე მიიყვანა, სადაც ფიზიკური ვიზიტი ფაქტობრივად საჭირო აღარ არის.

„თიბისიში ტრანზაქციების 99% ციფრული და დისტანციური არხების საშუალებით ხორციელდება. თუ გაქვს მობაილბანკი, ყველა ტრანზაქციის შესრულება შეგიძლია სმარტფონში. მობაილბანკში სესხის აღებას 2 წუთზე ნაკლები, ხოლო ანაბრის გახსნას 1 წუთი სჭირდება.“

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართულენოვან გენერაციულ AI ჩეტბოტზე, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაინერგა.

„ეს არის ერთადერთი ჩეტბოტი საქართველოში, რომელიც ხმოვან შეტყობინებებსაც იღებს. მასიური გაშვებიდან სულ რაღაც 3 თვეში მომართვიანობამ 140 000-ს მიაღწია. რაც მთავარია, მომხმარებელი ინფორმაციას წამებში იღებს, რისთვისაც ადრე ქოლ-ცენტრში დარეკვა სჭირდებოდა.“

გიორგი ისაკაძის "ბიზნესის კვირეულთან" საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია იყო, რომელმაც წელს 500-მდე პარტნიორს, მათ შორის მსოფლიო გიგანტებს J.P. Morgan, Morgan Stanley, Goldman Sachs და Fitch Ratings-ს უმასპინძლა.

გოგა თხელიძის თქმით, კაპიტალის ბაზარი კომპანიებისთვის დაფინანსების ალტერნატიული და იაფი წყარო ხდება.

„პირველი კონფერენციიდან დღემდე, თიბისი კაპიტალი 17 კომპანიას დაეხმარა ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში. ჯამში განხორციელდა 42 ტრანზაქცია, რომელთა მოცულობამ 7.2 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან 4.6 მილიარდი საერთაშორისო ბაზარზე მოვიზიდეთ, 2.6 მილიარდი კი — ადგილობრივზე.“

თხელიძის თქმით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის მოცულობა ბოლო 4 წელიწადში გასამმაგდა და 3 მილიარდ ლარს მიაღწია, სადაც თიბისის წილი 56%-ს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები