მსხვილ კომპანიებს შევთავაზეთ, დაეხმარონ მცირე გადამზიდავებს უკვე მიღებული ნებართვების გამოყენებაში - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა დარგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც შეხვედრაში მონაწილე პირებისგან ირკვევა სახმელეთო გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების ნაწილში კონკრეტულ ქვეყნებთან დაწესებული კვოტა ტვირთბრუნვის გაზრდის ფონზე საკმარისი აღარ არის და ხშირად ნებართვების ნაკლებობის გამო გადაზიდვის პროცესები ფერხდება. რა პრობლემებზე საუბრობენ გადამზიდავი კომპანიები და რა გამოსავალს ხედავენ ისინი არსებული გამოწვევების ფონზე?