მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანზიტული ნებართვების გადაკეთების ფაქტები გადაგზავნილია და ძალოვანი სტრუქტურები იძიებენ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

ტრაილერების საცობი

თურქეთის, რუსეთისა და ყაზახეთის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისთვის სანებართვო დოკუმენტების გაცემა, რამდენიმე თვეა, ახალი წესით მიმდინარეობს. პროცესში ჩართულები არიან დარგობრივი ასოციაციები, რომლებიც გამოყოფილი კვოტების საფუძველზე წევრ კომპანიებზე ნებართვებს ანაწილებენ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცვლილებების შემდეგ პროცესი უფრო ღიად მიდის და ის პრობლემები, რაც მანამდე ნებართვების არამართლზომიერ გამოყენებას უკავშირდებოდა აღარ არსებობს.

“შეიქმნა რამდენიმე ასოციაცია, რომელთაც ვთხოვეთ, მათ მოეხდინათ განაწილება ნებართვების, რადგან იყო საუბარი, რომ რაღაც არასწორად ნაწილდებოდა და არ იცოდნენ რაოდენობები. სახელმწიფომ გახსნა ეს ინფორმაცია და ღიაობა გამოაცხადა. ყველა ასოციაციამ იცის რა რაოდენობის კვოტა შემოდის, რამდენია ყაზახეთის, თურქეთის ან რუსეთის კვოტა. თვითონ ასოციაციები ახდენენ ამ ნებართვების განაწილებას.

ადამიანს შიში ჰქონდა, რომ ნებართვა არ იყო კვოტირებული. იღებდა ამ ნებართვას და არ იყენებდა. რეალურად, როდესაც მეორე გადამზიდავს ეს ნებართვა სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე ჩავრთეთ ასოციაციები და მათ მივეცით ნებართვების განაწილების შესაძლებლობა. განაწილებას ისინი ახდენენ, ხოლო გაცემას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. ჩვენ მესამე ქვეყნის ნებართვებზე სამ ქვეყანასთან მიმართებით საერთოდ აღარ ვერევით. ღიაობამ გამოიწვია სიმშვიდე, სიწყნარე,”- ამბობს ლევან გამყრელიძე.

კითხვას, რამდენად გამოვლინდა ბაზრის მოთამაშეების მხრიდან ნებართვების გადაყიდვის ფაქტები, რომელზეც ბიზნესი ახალი წესის ამოქმედებამდე აქტიურად საუბრობდა, სახმელეთო სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ნებართვების თვითნებური გადაკეთება ხდებოდა, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურები ამჟამად იძიებენ.

“ნებართვებს რომელსაც აიღებდნენ და არ იყენებდნენ, როგორც ჩემთვის ცნობილია ხდებოდა გარეთ ნებართვების გადასწორება. ეს ყველა ნებართვა სააგენტოს მიერ გაიცემა, რომელსაც თავისი ნომერი/ შტრიხკოდი აქვს. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია. არის ბევრი ფაქტი გამოვლენილი, რომელიც გადაგზავნილია სათანადო ძალოვან სტრუქტურებში და ისინი იძიებენ,”- ამბობს ლევან გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები