მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TravelShop: საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი ისე დაკარგა, რომ ვერ გამოიყენა

5f970125dcf04
სალომე მეცხვარიშვილი
27.10.20 09:40
1339
ტურისტული კომპანია TravelShop-ის გენერალური მენეჯერი ნიკა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ მწვანე ზონის ქვეყნის სტატუსი ისე დაკარგა, რომ ვერ გამოიყენა. ამის შესახებ მან bm.ge-სთან განაცხადა.

მისი თქმით, წინა პერიოდში, როცა ქვეყანა კოვიდ უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, პრაქტიკულად, დაკეტილი იყო საზღვრები და საქართველოში მოხვედრა დიდი წინააღმდეგობა იყო, რაც ვიზიტორს, რომელსაც სულ 3-4 დღე სურს დასვენება, სერიოზულ დაბრკოლებას უქმნიდა.

„საქართველოში მოხვედრა წარმოუდგენლად რთული იყო ამ პერიოდში, ერთადერთი გამოსავალი იყო „აირზენას“ ჩარტერული რეისები, რომელსაც წარმოუდგენელი ფასი ჰქონდა, ალტერნატივა იყო, რომ ვიზიტორები ჩასულიყვნენ ტრაპზონში და იქიდან ჩამოსულიყვნენ საქართველოში მანქანით. ეს უდიდესი დაბრკოლება იყო ადამიანისთვის, რომელსაც 3-4-დღიანი დასვენება სურდა, ამიტომ ამ გზით წამოსვლა ალოგიკური ხდებოდა.

საქართველოს მთავრობამ ირიბად ისიც მოახერხა, რომ ქართველები ვერსად წასულიყვნენ, შესაბამისად, თვითმფრინავისთვისაც, რომელიც მხოლოდ ერთ გზას შეავსებს, არარენტაბელური იყო ფრენა“, - განაცხადა ნიკოლოზ მანჯგალაძემ.

ის მიიჩნევს, რომ თუ საზღვრები უნდა ჩაკეტილიყო, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას ახლა უნდა მიეღო და არა თვეების წინ.

„სამწუხაროდ, ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ გაზაფხულამდე ტურიზმის მიმართულებით არაფერი იქნება“, - აცხადებს ნიკოლოზ მანჯგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები