"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო! ლუის ენრიკეს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში იტალიის ვიცე-ჩემპიონ "ინტერს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა, რაც სარეკორდო მონაცემია.
როგორც პსჟ-ს, ასევე ინტერს, უკვე გამომუშავებული ჰქონდათ სოლიდური თანხა მიუნხენის ფინალამდე მიღწევით.
ფინალის შედეგი შედარებით მცირე იყო იმ თანხასთან შედარებით, რაც მათ უკვე დააგროვეს ჯგუფური ეტაპისა და ადრეული პლეი-ოფ რაუნდების გავლით.
პსჟ-მ ისტორიაში ნებისმიერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულზე მეტი გამოიმუშავა მას შემდეგ, რაც უეფა-მ განაახლა სისტემა, გაზარდა რა მთლიანი საპრიზო ფონდი ერთი მესამედით.
რამდენს გამოიმუშავა ფინალის გამარჯვებულმა?
ფინალის გამარჯვებული კლუბი მიიღებს €25 მილიონს საპრიზო თანხას მხოლოდ ფინალური მატჩის მოგებისთვის. ეს თანხა ექსკლუზიურად ტიტულის მოგებას ეხება და არ მოიცავს წინა ეტაპებიდან მიღებულ შემოსავალს.
მთლიანი შემოსავალი ტურნირის განმავლობაში
კლუბებმა მილიონობით ევრო გამოიმუშავეს 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგაზე, თავიანთი შედეგების მიხედვით. წარმოგიდგენთ უეფა-ს მიერ შედეგებზე დაფუძნებული ჯილდოების განაწილებას:
- €2.1 მილიონი ჯგუფური ეტაპის თითოეული მოგებისთვის
- €700 ათასი თითოეული ფრისთვის
- €12.5 მილიონი მერვედფინალში გასვლისთვის
- €15 მილიონი მეოთხედფინალში გასვლისთვის
- €18.5 მილიონი ნახევარფინალში გასვლისთვის
- €25 მილიონი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის
ამ თანხას კლუბები უმატებენ შემოსავალს მარკეტ კამპანიებიდან, უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგიდან და ტელევიზიებით ტრანსლაციიდან.
ჯამში საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების ლიგიდან მიღებული სრული შემოსავალი ასე ნაწილდება:
- პსჟ – £121.7 მილიონი (მოიგო ტურნირი)
- ინტერი – £115.1 მილიონი (ფინალში დამარცხდა პსჟ-სთან)
- არსენალი – £98.63 მილიონი (ნახევარფინალში გამოეთიშა პსჟ-სთან)
ცხადია, ყველაზე დიდი ჯილდო პარი სენ-ჟერმენისთვის თასია, რომელიც გუნდმა გუშინ "ალიანს არენაზე" აღმართა და რომლისთვისაც კლუბის პრეზიდენტის თქმით 12 წელი დაუღალავად იბრძოდნენ. იქამდე სეზონზე ქართველი შემტევის გუნდს უკვე მოგებული ჰქონდა ქვეყნის შიგნით ორი ტიტული.
ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და მეორე - ვინც კონტინენტის მთავარი საკლუბო ტროფეი აღმართა. შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ ეს ორჯერ შეძლო "მილანთან" ერთად 2003 და 2007 წლებში.




























