მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრენდული სახლი” ახალ მისამართზე - რას სთავაზობს მომხმარებლებს?

საცალო ვაჭრობის ქსელი „ტრენდული სახლი“ გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ ცოტნე დადიანის 110/112 ნომერში ახალი ფილიალი გახსნა, რითაც ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ახალი სავაჭრო ობიექტი შეემატათ. ახალ სივრცეში მომხმარებელს სახლისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია და განახლებული სავაჭრო კონცეფცია დახვდება. კომპანიის მიზანია, მომხმარებელმა სახლისთვის საჭირო ნივთები ერთ სივრცეში, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. ამ მიდგომით „ტრენდული სახლი“ ქსელის გაფართოებასაც გეგმავს - უახლოესი სიახლე გლდანში ახალი ფილიალის გახსნა იქნება, რომელიც დაახლოებით თვენახევარშია დაგეგმილი. ხუთსართულიან სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილი იქნება პროდუქციის ფართო არჩევანი, მათ შორის ტექსტილი, ჭურჭელი, ტექნიკა და დეკორი. თუმცა, „ტრენდული სახლის“ განვითარების გეგმები მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება - სამომავლოდ კომპანია რეგიონულ ბაზარზე გასვლასაც აპირებს. ეს ქსელის გაფართოების შემდეგი ეტაპი იქნება, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და სხვადასხვა რეგიონში საკუთარი სავაჭრო სივრცეების განვითარებას აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები