მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ტრიო ჯგუფმა“ დიღომში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტის მშენებლობა დაიწყო – საზეიმოდ ჩაეშვა სიმბოლური კაფსულა

ტრიო ჯგუფი
21.07.25 16:41
2004

დეველოპერულმა კომპანიამტრიო ჯგუფიდიღომში, ეთერ ბოცვაძის ქუჩაზე მდებარე ახალ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსზეტრიო დიღომიმუშაობა ოფიციალურად დაიწყო.

მშენებლობის დაწყებას წინ უსწრებდა სიმბოლური ცერემონიაკომპანიის მენეჯმენტმა პროექტის ტერიტორიაზე ტრადიციული კაფსულა ჩადო, რაც მომავლისადმი მიმართული ხედვის, სტაბილურობისა და ღირებულებების სიმბოლოდ იქცა.

ტრიო დიღომი მოიცავს სამ 10-სართულიან ბლოკს, 300-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, საცურაო აუზს, დახურულ ორსართულიან ავტოსადგომს, საბავშვო სივრცეებს, კომერციულ სივრცეებსა და 4000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას.

ტრიო ჯგუფიქართულ დეველოპერულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ ძალიან ამბიციურად გამოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტითმრავალფუნქციური პრემიუმ კომპლექსითლისი ტრიო რომელიც 2023 წლის 10 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა.

პროექტმა არაერთხელ მიიქცია ყურადღება თავისი ლოკაციით, არქიტექტურითა და მრავალფუნქციურობით. „ლისი ტრიოდღეს უკვე 70%-ით რეალიზებულია და ტრიო ჯგუფის სანდოობის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

კომპანიამ მალევე დააანონსა ორი ახალი პროექტიტრიო დიღომი და ტრიო ინფინიტი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ზრდას, განვითარებისა და პოზიციონირების ხარისხს პრემიუმ სეგმენტში.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე არქიტექტურას, ეკომეგობრულ მასალებსა და მობინადრეებისთვის სრულყოფილი საცხოვრებელი სივრცის შექმნას.

ტრიო დიღომისმშენებლობის დასრულება 2027 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები