გამოცემა TripAdvisor-ი ბათუმში სანახავ იმ 10 ადგილს ასახელებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი აქტივობა და დადებითი გამოხმაურება აქვს. სიაში პირველ ადგილს ბათუმის დელფინარიუმი იკავებს, რომელსაც მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი დადებითად აფასებს, სხვებსაც ურჩევს ნახვას და არც თავად ერიდენიან მის რამდენჯერმე მონახულებას.
დელფინარიუმის გარდა, სიაში მოხვდა ბათუმის ბულვარიც, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში დატვირთულია. შესაბამისად ის ტურისტებისთვის, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციებს შორის სახელდება.
გამოცემის ცნობით, ბათუმში ჩამოსულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა ნახოს ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ და ბოტანიკური ბაღი, რომელიც ხშირად საპიკნიკე ადგილადაც მოიაზრება.
სანახავი ადგილების ხუთეულში მოხვდა ალი და ნინოს მონუმენტიც, რომელიც სიყვარულის სიმბოლოდ აღიარეს.
TripAdvisor-ის მიხედვით, თუკი ბათუმში მოგზაურობთ, არც ევროპის მოედანი უნდა დატოვოთ უნახავი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი ღამის საათებშია.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც შესაძლოა ქალაქში საყვარელ ადგილადაც იქცეს 6 მაისის პარკია. ლამაზი არქიტექტურა, გამწვანება, სიმშვიდე და ხედები - ეს ის მთავარი უპირატესობებია, რომლითაც სკვერი ყოველდღიურად უამრავ ტურისტსა თუ ადგილობრივ მოქალაქეს იზიდავს, განურჩევლად ასაკისა.
ასევე საყვარელ და აუციელებლად სანახავ ადგილებს შორის სახელდება პიაცას მოედანი, ხოლო ათეულს საბაგირო არგო ასრულებეს.
გარდა ათეულისა, გამოცემა TripAdvisor-ი ტურისტებსა და დაინტერესებულ ადამიანებს ბათუმში ჯაში 93 მოსანახულებელ ადგილს სთავაზობს.

























