მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TRIUMPH - კიდევ ერთი ახალი ბრენდი დრესაპ ჯგუფში

TRIUMPH
02.09.24 09:34
1625

დრესაპ ჯგუფი 2024 წლის ახალ სეზონს სიახლით ხვდება! მის პორტფელს თეთრეულის გერმანული ბრენდი - „ტრიუმფიშემოუერთდა!

Triumph - უკვე 135 წელზე მეტია ქმნის მოდის სტანდარტებს და ქალის თეთრეულის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ბრენდი არ განასხვავებს ადამიანებს ვიზუალის, წონის თუ სხეულის ფორმებით, ეს მიდგომა კი მის არაერთ კამპანიაშიც გამოიხატა. მათი ისტორია თავდაპირველად კორსეტების შექმნით დაიწყო. ამას განვითარებისკენ სწრაფვა მოჰყვა და დროთა განმავლობაში თეთრეულის მწარმოებელთა გლობალურ რუკაზე სამუდამოდ დაიმკვიდრეს კიდეც ადგილი.

თქვენ უკვე შეძლებთ ეწვიოთტრიუმფისმაღაზიებს და დრესაპის ისეთი გამორჩეული შეთავაზებებითა თუ სერვისებით ისარგებლოთ, როგორებიცაა: „გადააბი”, მზარდი ფასდაკლება ჯგუფის მაღაზიებში თუ დრესაპ ბარათის მფლობელებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ფასდაკლება, ქულების დაგროვება და სხვა. უახლოეს პერიოდში კი მაღაზიებში ასორტიმენტის მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი. აგრეთვე, ამჟამად სეზონის საბოლოო ფასდაკლება და Back In Town შეთავაზება დაგხვდებათ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის წლევანდელი წელი მრავალმხრივი სიახლეებით, „ჰუმელითადა G-star RAW-თი დაიწყო და ეს ტალღა დღემდე შენარჩუნებულია.

Triumph, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ბრენდი ჯგუფის პორტფოლიოში, უკვე არსებობდა ქართულ ბაზარზე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, იდგა მისი რეგიონიდან გასვლის ალბათობა. „დრესაპისკარი მუდმივად ღიაა ახალი ბრენდებისათვის, იმის და მიუხედავად, ეს ბრენდი უკვე წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე თუ არა. ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოდის სფერო მაღალ თამასას აწესებდეს, შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაშიც, სსგეფას“-თან მოხდა ურთიერთსასარგებლო შეთანხმება და გადაწყდა, რომტრიუმფისაქართველოს ბაზარზე დრესაპ ჯგუფის ოპერირებს ქვეშ დარჩებოდა, ჩვენი ერთგული მომხმარებლების გვერდით.

დრესაპ ჯგუფი უკვე საკმაო ხანია თეთრეულისა თუ საცურაო კოსტიუმების მიმართულებით მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს, იქნება ეს ფრანგული ბრენდის, Etam-ის თუ Calvin Klein Underwear-ის მიმართულებით, რომლის პირველი მონო-ბრენდული მაღაზიაც გასულ წელს გავხსენით. მოხარული ვარ, რომ ჩვენს პორტფოლიოს, ისეთი ისტორიის ბრენდი შემოუერთდა, როგორიც Triumph არის. მომხმარებელს ახლო მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარვუდგენთ.“- განაცხადა დრესაპ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე სამხარაძემ.

ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უკვე დაგეგმილია მომხმარებლისათვის სრულიად ახალი კონცეფციისაუთლეთმაღაზიის წარდგენა, რომლის ფართობიც 1000 კვ..- აღემატება და 100-მდე ბრენდს გააერთიანებს. ასევე, ახლო მომავალში, დრესაპი მომხმარებელს კიდევ ერთი ახალი დანიური ბრენდის, Vero Moda- მონო-ბრენდულ მაღაზიას წარუდგენს.

ეწვიეთ Triumph-ის მაღაზიებს და აღმოაჩინეთ ბრენდი, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომფორტი, სინაზე და ხარისხი - სწორედ ის ღირებულებებია, რომლითაც ბრენდი უკვე საუკუნეზე მეტი დროა ხელმძღვანელობს!

მაღაზიებშიტრიუმფისქალის თეთრეულისა და აქსესუარების უახლესი კოლექციების გაცნობა უკვე შესაძლებელია.

  • სითი მოლი საბურთალო
  • ჭავჭავაძის გამზ. 44
  • Dressup.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები