მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Trump Tower- დან ძვირადღირებული სამკაულები მოიპარეს

5d886db89662f
მიხეილ ხაჩიძე
23.09.19 21:20
977

მანჰეტენის მეხუთე ავენიუ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მისამართია, სადაც აშშ-ს დღევანდელმა პრეზიდენტმა ოთხმოცდაათიან წლებში ტრამპ-თაუერი (Trump Tower) აღმართა. ბოლო პერიოდში ცათამბჯენი არაერთ სკანდალში გაეხვა, რაც ტრამპს, სავარაუდოდ, არ მოსწონს და მის იმიჯზეც დამატებით, ერთგვარ უარყოფით გავლენას ახდენს:



2018 წელს აქ ხანძრისას ერთი მამაკაცი დაიღუპა.


ახალი პეტიციის მიხედვით, Trump Tower შესაძლოა მალე მეხუთე ავენიუს ნაცვლად, ობამას ავენიუზე იდგეს.




თუმცა ახლა საქმე სულ სხვა რამეშია. ტრამპს საფრთხეს მისი ფუფუნება უქმნის. აშშ-ის პრეზიდენტის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, "ტრამპ თაუერში" ქურდობის შესახებ გახდა ცნობილი. New York Times-ის ინფორმაციით, ცათამბჯენის ორი სახლიდან ძვირადღირებული სამკაულები მოიპარეს. კერძოდ, როგორც დაზარალებულები პოლიციას უცხადებენ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათი ბინებიდან სამკაულები, ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები დაიკარგა, რაც მთლიანობაში, დაახლოებით, 353,000 აშშ დოლარის ღირებულებისაა.



პოლიცია ახლა ერთ ან რამდენიმე ეჭვმიტანილს ეძებს; ამოწმებს ვიდეო ჩანაწერებსა და ადგენს დეტალებს, თუ ვის ჰქონდა შენობაში შესვლის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

 

საქმის გამოძიებისთვის ახლა, შესაძლოა, ტრამპი თავად გახდეს პრობლემა. "აშშ-ის პრეზიდენტის ყოფნა მის პენტჰაუზში გამომძიებლების მუშაობას ხელს შეუშლის", - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო dpa ავრცელებს.


მანჰეტენში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების გამო გადაკეტილია. ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეა მომდევნო დღეებში იწყება, ტრამპი ამ პერიოდში ღამეებს სწორედ მის ცათამბჯენში ათენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები