ცა და დედამიწასავით განსხვავება, რა ზეწოლა იყო ბიზნესზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რა ხდება დღეს - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გართულია ევროპული ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი, ახლა ბიზნესის კეთება წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით შეუფერხებელია.
"ჩვენ ვართ ევროპული ფონდი, რომელიც კერძო პირებისგან ვყიდულობთ საკუთრებას. ჩვენ არაფერი გვინდა სახელმწიფოსგან გარდა იმისა, რომ სამართლიანი ბიზნესგარემო იყოს. ყველაფერი, რაც შევისყიდეთ კერძოა და მთავრობასთან არანაირი შეხება არ გვქონია და აქამდე არანაირი შეფერხებაც არ გვქონია.
მე აქამდე არანაირი წინაღობა არ შემხვედრია. ჩემთვის წინა ხელისუფლების, სააკაშვილის პერიოდში რაიმე ბიზნესაქტივობების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მე ახლა არანაირი წინაღობა არ შემხვედრია.
მე დღევანდელი სიტუაციის მექომაგე არა ვარ, რადგან პოლიტიკურად იმდენად კრიზისშია შესული ქვეყანა, ეს მალე სოციალურ სფეროზეც აისახება, მაგრამ ისეთი სისასტიკე, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს მე ახლა ბზინსწრეებში ვერ ვხედავ. ცა და დედამიწასავით განსხვავება, რა ზეწოლა იყო ბიზნესზე მაშინ და რა ხდება დღეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.




























