ფიტნეს კლუბი "Vortex Fitness" საარჩევნო აქციას აანონსებს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც Vortex-ში 26 ოქტომბერს მივა და მარკირებას წარადგენს, უფასოდ ივარჯიშებს - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის Facebook გვერდზე გავრცელდა.
"26 ოქტომბერს, ხმის მიცემის შემდეგ, წარადგინე მარკირება და ივარჯიშე უფასოდ", - წერს კომპანია.
როგორც Vortex-ში BM.GE-ს დაუდასტურეს, შეთავაზებით სარგებლობა სავარჯიშო დარბაზის ორივე - საბურთალოსა და დიდი დიღმის ფილიალში, 26 ოქტომბრის განმავლობაში, შეუზღუდავი დროითაა შესაძლებელი. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ მომხმარებელს უფასო სერვისით სარგებლობა ჯგუფურ ვარჯიშებზე დასასწრებაც შეეძლება.
წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე კომპანიამ ასევე დააანონსა ანალოგიური შეთავაზება. სხვადასხვა პროდუქტის თუ სერვისის მომწოდებლები კომპანიები მომხმარებელს, 26 ოქტომბერს მარკირების წარდგენის შემთხვევაში, სხვადასხვა შეღავათს სთავაზობენ.