მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წადით იქ, სადაც გელოდებიან…” - ალენ დელონი RIP/1936-2024 - ეპილოგი

გიყვებით, გენიალური შემოქმედის, მსახიობისა და როგორც აღმოჩნდა,არცთუ ურიგო ინვესტორისა და ბიზნესმენის, ალენ დელონს შესახებ: ალენ დელონი თვლიდა რომ ცხოვრებაში ყველაზე კარგად სამი რამ გამოსდიოდა: მუშაობა, სისულელეების ჩადენა და ბავშვების კეთება. მყარად იყო დარწმუნებული, რომ ცხოველები ადამიანებზე უკეთესები არიან, რადგან ისინი არასდროს ამბობენ ტყუილს. არასდროს მეშინოდა ფულის და დიდების, თავბრუსხვევას კი, მხოლოდ გაცნობიერება იწვევს, რომ სინამდვილეში არც დიდებას აქვს მნიშვნელობა, არც ბევრ ფულს - ესეც ერთ-ერთი ფრანგული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუდან ამონარიდი. ბოლო წლებში, ალენ დელონი დაუფარავად აცხადებდა რომ ცხოვრებას აღარ მოაქვს მისთვის სიამოვნება. "ყველაფერი ვნახე, ყველაფერი განვიცადე და ის ეპოქა შევიძულე, რომელშიც ცხოვრება მიწევს. მძულს ადამიანები, ყველა ყალბია, ყველაფერი ხელოვნურია. აღარ არსებობს პატივისცემა, აღარავინ ასრულებს დაპირებას, მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, სამყაროს სინანულის, მონატრების გარეშე დავტოვებ."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები