ლეჩხუმში დილით მოსულმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მოსავალი გაანადგურა.
მერიის პრესსამსახურში bm.ge-ის უთხრეს, რომ სეტყვის შედეგად დაზარალდა ქვედა ცაგერი, ლასურიაში, ჩხუტელი, დეხვირი, ორბელი, ლაჯანა, ათაგორი, ჩხუტელი და ქალაქი ცაგერი.
ახლა, დამატებით ინფორმაციას ხელმძღვანელები ადგილზე სწავლობენ ზარალის მასშტაბის და მოცულობის შესახებ. ზარალის დამთვლელი კომისია კი, ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ ლეჩხუმში ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში უნიკალური ადგილწარმოშობის ვაზი და ღვინო უსახელოური მოდის, თუმცა პრესსამსახურის ცნობით, არც ერთ სოფელს, სადაც ღვინო იწარმოება პრობლემა არ შეჰქმნია.
დაისეტყვა ორბელი, სადაც ოჯალეშის ზვრებია.