ქალაქ წალენჯიხაში კაფე-ბარი „ბაბისო“ გაიხსნა. როგორც bm.ge-ის ობიექტის მფლობელმა რუსკა კვარაცხელიამ განუცხადა, ჯამური ინვესტიციაა 60 000 ლარია.
კაფე-ბარი ქალაქის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე, #1-ში მდებარეობს და 11:00-დან 23:00 საათამდე მუშაობს.
როგორც BMG-სთან რუსკა კვარაცხელიამ განაცხადა, 60 000 ლარიდან, ნახევარი ოჯახის სახსრებია, 30 000 ლარი კი, „კრედო ბანკიდან“ ისესხეს.
"ქალაქში კაფე-ბარის გახსნა დედაჩემის ოცნება იყო, რომელიც ერთი წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ემიგრაციის დროს შეგროვილი თანხით ეს საქმე წამოგვეწყო. რა თქმა უნდა, კრედიტის დამატებაც დაგვჭირდა.
არ დაგიმალავთ, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ბუტიკის გახსნაზეც ვფიქრობდით, მაგრამ შესაბამისი, ფართი ვერ ვიპოვეთ. ზოგადად, ყველა პატარა ქალაქში და მათ შორის წალენჯიხაში კომერციული ფართების დეფიციტია და ალბათ, ესეც ზღუდავს დამწყებ მეწარმეებს, რომ ბიზნესის დაწყება სცადონ.
საბოლოოდ, თამარ მეფის ქუჩაზე, #1-ში მდებარე ობიექტის პირველი სართული შევარჩიეთ ჩვენი კაფე-ბარისთვის. გადაწყვეტილების მიღება გაგვიმარტივა იმანაც, რომ ამ შენობის მეორე სართულზე მალე სასტუმრო გაიხსნება და ვფიქრობთ, „ბაბისოს“ სასტუმროს სტუმრებიც ესტუმრებიან“, - ამბობს რუსკა კვარაცხელია.
ამჟამად, კაფე-ბარში 7 ადგილობრივი მუშაობს, მაგრამ „ბაბისოს“ მფლობელი ვარაუდობს, რომ დასაქმებულთა რიცხვი მალე კიდევ გაიზრდება.