„ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აფთიაქი შექმნას აპირებს“ - ასეთი დამოკიდებულება აქვს ფარმაცევტულ ბიზნესს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე, რომლის განხილვები პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტით, სახელმწიფო ძვირად ღირებული, ინოვაციური მედიკამენტების მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შესყიდვას აპირებს. ამ შემთხვევაში მართული შესვლის მექანიზმი იქნება გამოყენებული, რაც თავისი არსით ნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება კონფიდენციალური იქნება.
ფარმაცევტული სექტორი სიახლეს სკეპტიკურად უყურებს და რისკებს ხედავს. ხდება თუ არა სახელმწიფო ბიზნესის კონკურენტი და არღვევს თუ არა კანონის პროექტი თავისი არსით თავისუფალი ბაზრის პრინციპს რომელიც ქვეყანაში გვაქვს.
სტუმარი: გიორგი აბაშიძე - "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" იურისტი;