"წამოიღე ფანარი და გაანათე" - დღეს, მედიის მხარდასაჭერად „ფარნების მარში“ გაიმართება.
მსვლელობა 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაწყება და პარლამენტთან დასრულდება, სადაც ფოტოგამოფენა მოეწყობა.
„შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. მოდი მარშზე, მოიტანე ფარანი და გაანათე გზა. თითოეული ნათება მოქალაქის ხმაა, რომელიც ამბობს: ქვეყანა ცოცხალია, ხალხი, ფხიზლადაა, სინათლე არ ჩაქრება!
პარლამენტთან დაგხვდება ფოტოგამოფენა, სადაც ონლაინმედიების ჟურნალისტების მიერ გაშუქებულ მნიშვნელოვან მოვლენებს ნახავ“, - წერენ სოციალურ ქსელში ორგანიზატორები.
ინფორმაციისთვის, „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ეს 22 დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად:
თიბისი ბანკი:#GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი:#GE06BG0000000609779465
მიმღები: „ხალხის წყარო“




























