წარმატებული ქართველების დაფასების და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის სარეზერვო ფონდიდან ₾250 ათასი დაიხარჯება - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია. დოკუმენტში მითითებული არ არის კონკრეტულად რა სახის "დაფასებაზეა" საუბარი, ან რამდენ ადამიანს შეეხება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებული პასუხის მიხედვით, აღნიშნული თანხა გამოიყო კამპანიისთვის - "მეამაყება, რომ ვარ ქართველი". კამპანია სხვადასხვა პროფესიების პოპულარიზაციას ემსახურება. კლიპები სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში უკვე ტრიალებს.