მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წარმოიდგინე ახალი ბარამბო“ - 17 წლის ბრენდი მასშტაბურ რებრენდინგს აანონსებს

ბარამბო

ქართული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი Barambo, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 17-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია მასშტაბურ რებრენდინგს აანონსებს, რომლის მიზანიც არა მხოლოდ ვიზუალური იდენტობის განახლება, არამედ ბრენდის თანამედროვე ქართულ კულტურასა და ახალ თაობასთან მჭიდრო ინტეგრაციაა.

კომპანია "ბარამბომ" წლების განმავლობაში შეძლო ის, რაც ბრენდინგში ყველაზე რთულ აქტივად მიიჩნევა: მომხმარებელთან მყარი ემოციური კავშირისა და ნდობის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ბრენდთან ერთად რამდენიმე თაობა გაიზარდა. თუმცა, ბაზრისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებამ კომპანია სტრატეგიული გამოწვევის წინაშე დააყენა - როგორ შეინარჩუნოს ბრენდმა არსებული აუდიტორიის ლოიალობა და, ამავდროულად, გახდეს სრულად რელევანტური ახალი, შეცვლილი მოთხოვნების მქონე თაობისთვის?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხად ჩამოყალიბდა კომპანიის ახალი სტრატეგიაც.

Barambo-ში განმარტავენ, რომ ბრენდის წარსული და მასთან დაკავშირებული ემოციები კომპანიის უმთავრესი კაპიტალია. მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ბრენდის პროდუქტები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან, ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება.

Barambo-ს მიზანია, ახალ თაობას ბრენდთან კავშირების სრულიად ახალი, თანამედროვე მიზეზები შესთავაზოს. საუბარია იდენტობის ისეთ ევოლუციაზე, სადაც წლების განმავლობაში ნაშენი რეპუტაცია და ხარისხი საფუძვლად თანამედროვე, დინამიკურ ბრენდ იდენტობას დაედება.

ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი Barambo-ს ქართული წარმომავლობაა. თუმცა, კომპანიის ხედვით, "ქართული" მხოლოდ ტრადიციასა და წარსულს არ ნიშნავს ის თანამედროვე ქართულ ყოველდღიურობასთან, ტენდენციებსა და კულტურულ გარემოსთან თანხვედრას გულისხმობს.

ახალი სტრატეგიული ხედვის პირველი ხილული ეტაპი 360-გრადუსიანი კამპანია გახდა, გზავნილით "წარმოიდგინე ყველას გასაგონად".

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს კამპანია რებრენდინგის ფინალი კი არა, მხოლოდ საწყისია ტრანსფორმაციის შემდგომი ფაზა უშუალოდ პროდუქტის განვითარებასა და ინოვაციებს დაეთმობა.

Barambo აქტიურად მუშაობს ახალ პროდუქტებსა და შეთავაზებებზე, რომლებიც თანამედროვე ადამიანის გემოვნებასა და ცხოვრების რიტმს უპასუხებს.

კონკრეტულ დეტალებს კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ პროდუქტის ინოვაცია რებრენდინგის უმთავრესი კომპონენტი იქნება.

Barambo-ს გრძელვადიანი ბიზნესხედვა ცალსახად ფორმულირდება: "ყველასთვის საყვარელი ქართული ბრენდიდან - თანამედროვე ქართველების ბრენდამდე".

ეს ტრანსფორმაცია გაცილებით მასშტაბურ ამოცანას ემსახურება, ვიდრე მხოლოდ ლოკალური იმიჯის განახლებაა. წლების მანძილზე დაგროვილი ბრენდ-კაპიტალის, მომხმარებლის ნდობისა და თანამედროვე სტანდარტების თანხვედრა კომპანიას საშუალებას აძლევს, გაიმყაროს საბაზრო პოზიციები და გააფართოოს სამიზნე აუდიტორია.

ამასთან, ბრენდის მოდერნიზაცია და პროდუქტის ხაზის განახლება Barambo-ს უქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. თანამედროვე და კულტურულად აქტუალური იდენტობა კომპანიას უქმნის შესაძლებლობას, "ბარამბომ” უპასუხოს გლობალურ ტენდენციებს და წარმატებით გაუწიოს კონკურენცია საერთაშორისო ბრენდებს.

"წარმოიდგინე ყველას გასაგონად" ამ გრძელვადიანი სტრატეგიის სასტარტო ეტაპია - პროცესის შედეგებს და ახალ პროდუქტებს მომხმარებელი ეტაპობრივად იხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები