მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წარმოუდგენელ კონკურენციაში ვართ სახელმწიფოსთან”-Tbilisi Open Air

სანდრო სულაქველიძე

Black Sea Arena საქართველოში 2024 წლის კამპანიას - „Starring Georgia“-ს იწყებს და ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და მსოფლიოში ცნობილი პოპულარული არტისტების სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, წელს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქვეყანას OneRepublic-ი, Jungle და Scorpions-ი ეწვევიან. ამ ეტაპისთვის, ცნობილი ხდება რომ კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს ტერიტორიაზე მიმდინარე წლის გაზაფხულ-ზაფხულში გაიმართება.

ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ, რომ კონცერტების სუბსიდირებით სახელმწიფო კონკურენციაში შემოდის, რასთან გამკლავებაც კერძო სექტორს უჭირს.

Tbilisi Open Air-ის ტექნიკური დირექტორი სანდრო სულაქველიძე ამბობს, რომ სახელმწიფო როცა არტისტებთან კომუნიკაციას იწყებს არ ფიქრობს, რომ ეს კონცერტი კომერციულად გამართლებული უნდა იყოს.

მისი თქმით, სახელმწიფო იხდის მაქსიმუმს და არ ვაჭრობს, ეს მიდგომა კი კერძო სექტორს ვერ ექნება. მიღმა ამისა სულაქველიძის განმარტებით, კონკურენციაა სპონსორების თვალსაზრისითაც, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სექტორს.

“წარმოუდგენელი კონკურენცია არის, არა რეალურად წარმოუდგენელი. ვერაფერში ვერ შეეჯიბრები, გარდა წლობით ნაგროვები იმიჯის და ისტორიისა. კერძო სექტორში მომუშავე კომპანიის მიზანი არის რომ მაგარი არტისტი ჩამოიყვანოს, მაგრამ ამ არტისტის ჩამოყვანა იყოს კომერციულად გამართლებული. ვიღაც X არტისტს ვერ გადაუხდი რაღაც თანხას, თუ იცი რომ ეს წამგებიანია შენთვის. შესაბამისად, ცდილობ, რომ არტისტი თუ პირობითად ღირს მილიონი იქნებ 700 000 ლარად ჩამოიყვანო. სახელმწიფოს ეს ინტერესი არ აქვს, მათთვის ფინანსური წაგება არ არსებობს, მათი მთავარი მიზანი არის, რომ ვიღაც ჩამოიყვანონ. ვაჭრობაში ნაკლებად შედიან, პირიქით მეტს უხდის ოღონდ ჩამოიყვანოს. საქართველოში არასდროს ყოფილა ისე რომ ვერ შეგვძელო კონცერტის ჩატარება. რეალურად ფინანსურად თუ არ არის სწორი და მომგებიანი მარტო მაგიტომ არ აკეთებ მსგავსი მასშტაბის კონცერტს და არა იმიტომ რომ გამოცდილება არ გვაქვს,”-ამბობს Tbilisi Open Air-ის ტექნიკური დირექტორი სანდრო სულაქველიძე.

ცნობისთვის, Tbilisi Open Air 2024 21, 22, 23 ივნისს ლისი ვანდერლენში გაიმართება და ოთხ სცენას და 60-ზე მეტ არტისტს უმასპინძლებს. Tbilisi Open Air, ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც 15 წლის განმავლობაში უმასპინძლა ათასზე მეტ არტისტსა და რამდენიმე ასეულ ათას მსმენელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები